ლონდონმა დაიკავა პირველი ადგილი იმ ქალაქთა და ქვეყანათა შორის, სადაც მდიდარი ადამიანები ოჯახთან ცხოვრებას ირჩევენ, - იუწყება "ბი-ბი-სი".
რეიტინგის მეორე ადგილზე - ნიუ-იორკია, ხოლო მესამე ადგილზე - ჰონგ-კონგი. მდიდრები საცხოვრებლად ირჩევენ ასევე პარიზს, სინგაპურს, მუმბაის, ჟენევას, პეკინსა და ბერლინს.
ქალაქების შერჩევა ეფუძნება ძირითად მაჩვენებლებს, მათ შორის ცხოვრების დონეს, ეკონომიკური საქმიანობის, პოლიტიკური გავლენას, კულტურულ ცხოვრებას, სოციალურ სტაბილურობას, განათლების სფეროს და სხვა.