საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ "ქართული დასის" ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას ქუთაისის პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი მხოლოდ 26 მაისს აქვს. ამის შესახებ ბაქრაძემ დღევანდელ პლენალურ სხდომაზე, პარლაემტის სხდომების ქუთაისში ჩატარების მიზნით, რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვისას, ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა.
"ბატონო ჯონდი, ქუთაისში თუ აპირებთ ჩასვლას, ყველაზე რეალური შანსი 26 მაისს გაქვთ და ინიციატივას ნუ ეწინააღდმეგებით", - მიმართა ბაქრაძემ დეპუტატს.
კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 1-ლი მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ჩატარდეს. ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომა პირველად 26 მაისს გაიმართება.
ბაღათურია აღნიშნულ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის დარღვევად აფასებს და დეპუტატებს მოუწოდებს, მას მხარი არ დაუჭირონ.