"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან შეხვედრაზე მიიწვია.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საუბარია 10 000 სტუდენტზე, რომლებმაც "სპეკულაციურად გაზრდილი" სწავლის ფასები ვერ გადაიხადეს.
ბაღათურიას განცხადებით, იგი 11 აპრილს პარლამენტში შეხვედრას მართავს სტატუსშეჩერებულ 100-მდე სტუდენტთან და ამ შეხვდრაზე ბაქრაძესაც იწვევს.
"მათი სწავლის საფასურის დასაფარად სულ 14-15 000 ლარია საჭირო, რისი გამოყოფაც პრეზიდენტის ან მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან შეიძლება. ეს ის თანხაა, რომელიც ხელისუფლების მიერ კონცერტებზე, დროსტარებაზე და გართობაზე იხარჯება",- აღნიშნა ბაღათურიამ.
მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება "ქართული დასის" ინიციატივა - უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში უფასო სწავლების სექტორის აღდგენაზე.