10 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინტერნაციონალური და ევროპის ლიბერალური ფრაქციის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა, - განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით. დელეგაციას ,,ქართული ოცნება" უმასპინძლებს.
"კოალიცია ,,ქართული ოცნება" უმასპინძლებს 20-25 კაციან დელეგაციას, ევროპის, ევროკავშირის პარლამენტის შემადგენლობით, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში საარჩევნო გარემოს შესასწავლად", _ განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხელისუფლების წევრებსაც შეხვდებიან.
,,ამოცანა და მიზანი არის ძალიან მარტივი, რომ ერთის მხრივ, გაეცნონ აქ არსებულ პრობლემებს. ასევე ისინი შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლებასთან და მოითხოვენ, კონკრეტულ რეაირებას იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც ქვეყანაში წინასარჩევნო პროცესში იქნება", _ განაცხადა თინა ხიდაშელმა .