,,ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის ქვეყნის კონსტიტუცია მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და იგი თავის თავზე ირგებს კანონებს. აღნიშნულის შესახებ ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
,,სააკაშვილმა არაერთხელ მოარგო კონსტიტუცია საკუთარ ნება-სურვილს და ამჯერადაც, შემოთავაზებული ცვლილებითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული სახელმწიფოს ძირითადი კანონი სააკაშვილისთვის მხოლოდ ფარატინა ქაღალდია", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები მიხეილ სააკაშვილის პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება.
"კონსტიტუციას თავის თავზე ირგებს, მართლაც ერთადერთი ადამიანი, საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი. Mმხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის პრობლემების მოსაგვარებლად, იცვლება კონსტიტუცია", _ განაცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან.