"ქრისტიან-დემოკრატების" მტკიცებით, ხელისუფლებას ტრაქტორები მხოლოდ აღლუმების ჩასატარებლად სჭირდება.
როგორც ფრაქციის წევრმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულს სხდომაზე განაცხადა, ხელსუფლება მოსახლეობაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და მხოლოდ არჩევნების წინ.
მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" 3-4 წლის წინაც აყენებდნენ საკითხს ბიუჯეტიდან ტრაქტორების შესაძენად 40 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.
,,მოსახლეობის ნახევარი სოფელში ცხოვრობს და ტაშფანდურის მაგივრად ეს ფული, ტრაქტორებში უნდა დაგეხარჯათ. ხელსუფლება მოსახლეობაზე მუდმივად უნდა ზრუნავდეს და არა მხოლოდ არჩევნების წინ, აღლუმების ჩასატარებლად. ტრაქტორები გლეხს უნდა მიწაზე და არა ქალაქის ცენტრში, აღლუმების ჩასატარებლად" - დასძინა ლევან ვეფხვაძემ.
დღევანდელ სხდომაზე, წინასაარჩევნო პერიოდს ოპოზიციის განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუკავშირა.