,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე ,,ქართული ოცნების" წევრებსა და ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს შორის კონფლიქტის ფაქტს არ ადასტურებს.
,,მე ვიცი ერთი რამ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ნებისმიერი რაიონული ოფისის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტა ხდება პოლიტსაბჭოზე, რომლის წევრები არიან კოალიციაში შემავალი პარტიის ლიდერები და აქედან გამომდინარე არანაირი სიურპრიზი ამ კანდიდატურების შეთანხმების შემდეგ აღარ არსებობს", _ განაცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაპირისპირება მოხდა ,,ქართული ოცნების" წნორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ადგილობრვ ,,რესპუბლიკელებს" შორის.