"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის წინ მომხდარ გუშინდელ ინციდენტზე, შინაგან საქმეთა სამისტროსგან რეაგირებას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, თუ ვინმეს დაჭერა სურდათ, მაინცდამაინც გუშინდელ დღეს არ უნდა დეჭირათ.
,,განხილული უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობსი საკითხი, ვინც 9 აპირლს პროვოკაცია, პანჩურების რტყმა და ქვების სროლა მოაწყო. სრულიად შესაძლებელი იყო 9 აპრილს, სანთლის დასანთებად მისული ადამიანებისთვის გზა არ გადაეკეტათ და თუ ვინმეს დაჭერა სურდათ, მაინცდამაინც გუშინდელ დღეს არ დეჭირათ. მითუმეტეს, დევნილთა ორგანზიაციის ხელმძღვანელი, უწესიერესი და ძალიან პატიოსანი ადამიანია", - აღნიშნა დეპუტატამა და დასძინა, რომ გუშინდელ ინციდენტზე პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, პასუხი უნდა მოისმინოს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტის წინ რამდენიმე ინციდენტს პრეზიდენტის მისვლისას ჰქონდა ადგილი. გაწევ-გამოწევა რიგით მოქალაქეებსა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომლებმაც უსაფრთხოების მიზნით, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შეკრებულ პირებს დაატოვებინეს.