ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელების დავალებით, მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიები გაუძლიერა , - განცხადება "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ივანიშვილმა პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრი გადაიტანა ვითომდა საკუთარი მოქალაქეობის ძებნაზე, რითაც სახალხო გამოსვლების გზით საარჩევნო გარემოს შეცვლის პერსპექტივა პრაქტიკულად ჩაშალა და მიხეილ სააკაშვილს დარჩენის გარანტიები გაუმყარა.
"ამერიკიდან ოპოზიციონერად დანიშნულმა კრიმინალურმა ოლიგარქმა ეს დავალება ზუსტად შეასრულა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ფარულ გარიგებებში დაადანაშაულა და გარიგების ნაწილდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაასახელა, რომელიც ივანიშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას შესაძლებელს გახდის.
"ევროკავშირის მოქალაქეებისთვის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება, რომელიც ივანიშვილის ინტერესებში შედის, ასევე ამ ბიზნესმენისა და მიხეილ სააკაშვილის გარიგების ნაწილია და ამ დისკრიმინაციული კანონის მიღება არავითარ შემთხვევაში დასაშვები არ არის", - განაცხადა ნათელაშილმა.