პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ რუსეთის მთავრ სანიტრის გენადი ონიშენკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე პასუხის თავი აარიდა.
,,ძნელია ადეკვატური პასუხების გაცემა ასეთი სახის ბრალდებებზე და საერთოდ ამ პირის მიერ გაკეთებულ ბრალდებებზე. Mმინდა გითხრათ, რომ არ ვთვლი საჭიროდ კომენტარი გავაკეთო, მის ამ განცხადებაზე. თუ ინფორმაცია ამის შესახებ რაიმე ცნობილი გახდება პირველ რიგში თქვენ ჟურნალისტებს მოგაწვდით", _ აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშენკო, საქართველოში ყოფილი საბჭოთა სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე აშშ სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ საუბრობს.