ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლები ვახტანგ კომახიძეს ოფიციალურად შეხვდნენ. Aამის შესახებ, ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელმაც დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა.
,,ჩვენ ძალიან ფრთხილად და სერიოზულად ვეკიდებით, მსგავსი სახის განცხადებებს. Gგამომდინარე იქიდან, რომ სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებისგან მოულოდნელი არაფერი არ არის. Aამ საკითხში კონკრეტიკას რაც შეეხება, კონკრეტიკა არ ვიცი და რომც ვიცოდე გამიგებთ, ალბათ, აქ ხმამაღლა ვერ ვიტყვი. მთავარია, ეს იცოდნენ მათ, ვინც პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებაზე. ამიტომ ვერც იმას გეტყვით რა კონკრეტული ფაქტები ჩამოიტანეს, ჩვენმა წარმომადგენლებმა კომახიძესთან შეხვედრის შემდეგ", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე.