"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე ყაზბეგის უწყვეტ გაზმომარაგებას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყაზბეგში გაზაფხულის დაგომისთანავე - 15 მაისიდან 15 ოქტომბრამდე - ბუნებრივი აირი ეთიშებათ.
თარგამაზემ ყაზბეგში პრეზიდენტის სტუმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, პრეზიდენტს შეეძლო პირადად მოესმინა ის პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აქვს.
თარგამაძის ინფორმაციით, არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ ყაზბეგი გაზმომარაგებით მთელი წელის განმავლობაში დაკმაყოფილდეს და მოსახლეობაც მზად არის, გადაიხადოს შესაბამისი საფასური.
დეპუტატმა პარლამენტის თავმჯოდმარეს სთხოვა დაავალოს აღნიშნული საკითხის შესწავლა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს, რათა პარლამენტი ყაზბეგის გაზით უწყევტად მომარაგების პრობლემის გადაჭრაში ჩაერთოს.