ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომა პირველად 26 მაისს გაიმართება. ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა. მისი მტკიცებით, პარლამენტის სხდომის გამართვა ქუთაისში, წინააღმდეგობაში არ მოდის კონსტიტუციასთან.
გოგორიშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება, სადაც პარლამენტის ადგილად მითითებულია ქუთაისი, ძალაში შედის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა პარლამენტის სხდომების გამართვის ადგილი, მოქმედ კონსტიტუციაში საერთოდ მითითებული არ არის და იგი განსაზღვრულია მხოლოდ რეგლამენტით.
მისი თქმით, შესაბამისად, განაცხადებები იმის შესახებ, რომ სხდომების ქუთაისში გამართვა ანტიკონსტიტუციურია, არასწორი სამართლებლივი შეფასებაა.
"ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ვემზადებით 26 მაისს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩავატაროთ ქუთაისში, ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს და თქვან ამის შესახებ. თუმცა საუბარი იმაზე, რომ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, არასწორი სამართლებლივი შეფასებაა და თავი უნდა შეიკავონ", - აღნიშნა დეპუტატმა.
გოგორიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში სხდომაები 26 მაისის გარდა სხვა დროსაც ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თანახმად, რომელზედაც დეპუტატები დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ, 2012 წლის 1-ლი მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში.