საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც დამპყრობლის ჩექმის ლოკვით არიან დაკავებული. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სამხედრო და სამოქალაქო პირების დაჯილდოებისას განაცხადა.
"საქართველოში ისეთი ადამიანებიც მოიძებნებიან, რომლებიც თავიანთ თავს ხედავენ მხოლოდ მორჩილებაში, მხოლოდ დამპყრობლის, მომხვდურის ჩექმების ლოკვაში და მათ სამსახურში კარიერის კეთებაში, ფულის მოხვეჭაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.