საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პროფესიული დამსახურებისთვის სამხედრო და სამოქალაქო პირები დააჯილდოვა.
შეიარაღებული ძალების განვითარებისთვის შეტანილი წვლილისთვის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და ვახტანგ გორგასლის ორდენები გადაეცა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების 25 სამხედრო მოსამსახურეს და ოთხ სამოქალაქო პირს.
ვახტანგ გორგასლის ორდენები გადაეცათ სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დენტის" წარმომადგენლებს, რომლებმაც პირველად, ქართული საბრძოლო მანქანები "დიდგორი" და "ლაზიკა" შექმნეს.