საბერძნეთის ხელისუფლებამ ბიუჯეტში დამატებითი სახსრების მოზიდვის ახალ საშუალებას მიაკვლია: ამიერიდან ყველა მსურველს შეეძლება, იქირაოს პოლიციის ავტომობილი და თავად პოლიციელებიც კი. მომსახურება საათში 30 ევრო ღირს. პოლიციელები შეიძლება დაიქირაო უსაფრთხოების დაცვისთვის სხვადასხვა ღონისძიებაზე, ასევე ფილმების გადაღებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
საბერძნეთის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ადრე მსგავსი მომსახურება უფასო იყო, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდებოდა.
შეგახსენებთ, საბერძნეთის სახელმწიფო ვალი 350 მილიარდ ევროს აღემატება.