დღეს სირიის სამთავრობო ჯარებმა თურქეთში მდებარე ლტოლვილების ბანაკი დაცხრილეს. დაცხრილვის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბანაკში იმყოფებოდნენ ლტოლვოლები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიისათვის თავის შეფარებას ეცადნენ. დაჭრილთა შორისაა თურქულ-სირიულის თარჯიმანი.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოუთქვა პროტესტი სირიის საქმეებში წრმუნებულს და ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
ბოლო მონაცემებით, სირიელი ლტოლვილების რაოდენობამ თურქეთის ტერიტორიაზე 25 ათასს მიაღწია. ისინი ძირითადად მოსაზღვრე რაიონებში არიან განლაგებულნი. ერთ ერთი ასეთი ბანაკის მონახულებას ხვალ გაეროს სპეცწარმომადგენელი კოფი ანანი გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ხვალიდან ბაშარ ასადის რეჟიმმა შეთანხმების მიხედვით ცეცხლი უნდა შეწყვიტოს.