საქართველოში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია _ აღნიშნულის შესახებ, ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
,,ქალბატონ კლინტონის ვიზიტთან დაკავშირებით, ზუსტდება დეტალები და დიდი ალბათობით მალე გახდება ცნობილი, დიდი ალბათობით, აპრილის ბოლოსთვის", _ აღნიშნა კალანდაძემ.