"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 9 აპრილს დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და აღნიშანა, რომ ხელისუფლებამ იმდენი გააკეთა, რომ 9 აპრილს დაზარალებულები მემორიალთან, სანთლის დასანთებად არ მიუშვა.
,,მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა კომუნისტები, არაკომუნისტები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები, ყველანი დადგნენ ერთად, როდესაც მთელი საქართველო იყო ერთ მუშტად შეკრული და ამიტომ ვერ მოგვერია ჩვენ ვერავინ. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი იმპერია გვიპირისპირდებოდა. დღევანდელმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ 9 აპრილს დაზარალებული ადამიანი, არა თუ, არ მოუშვა სანთლის ასანთებად, არამედ დაახვედრა ადამიანები, რომელთაც უთხრეს კიდევ უარესს დაგმართებთო", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი შესრულდა.