საქართველო რუსეთის ფედერაციას, ბაგრატიონთა საფლავების გადასარჩენად, ოფიციალური ნოტით მიმართავს. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ოფიციალური ნოტით მივმართოთ რუსეთის ფედერაციას, შვეიცარიის საელჩოს გავლით, რომლითაც ვეცდებით, უპირველეს ყოვლისა ოფიციალურად, სრული ინფორმაცია მოვიპოვოთ მიმდინარე სამუშაოების თაობაზე. შესაბამისად თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა მივმართავთ თხოვნით რუსეთის მხარეს შეჩერდეს ეს სამუშაოები", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.