კოალიცია "ქართული ოცნება" 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს დღე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ქართველის ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა.
" დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყო ის იდეალები, რომლებსაც 9 აპრილს დაღუპული ჩვენი თანამემამულეები შეეწირნენ. ამ დღემ გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში - ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნაულირ, რომ ამ ტრაგედიიდან 23 წლის შემდეგ, ქვეყანა კვლავ სერიოზული არჩევანის წინაშე დგას.
"დღესაც, ისე როგორც 23 წლის წინ, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევთ. დღეს ბრძოლა საარჩევნო ყუთებთან უნდა გაიმართოს, რათა ქვეყანას სწორი მიმართულებით სვლის პერსპექტივა გაუჩნდეს", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.