"დღეს სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს დაივიწყოს ის რაც მოხდა 1989 წელს", - განაცხადა 9 აპრილის მემორიალთან კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშნილმა.
"9 აპრილი, ჩემი აზრით გახლავთ სიმბოლო თავისუფლებისათვის ბრძოლისა. კარგად მოგეხსენებათ, 1989 წლის 9 აპრილს მაშინ როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა სისტემა ძალადობად მიიჩნეოდა, ქართველებმა, პირველებმა ასე მასიურად ხმა ამოიღეს და გაილაშქრეს სისტემის წინააღმდეგ", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ 9 აპრილი ეს იყო "სიმბოლური ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, თავისუფლებისათვის, სამართალიანობისათვის ბრძოლა და ეს საბედნიეროდ 1991 წლის 9 აპრილს და გაფორმდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ".
"დღეს სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს დაივიწყოს ის რაც მოხდა 1989 წელს და უფრო უკან იყურება განსხვავებით იმ ხალხისგან ვინც მაშინ იბრძოდა და იბრძოდნენ საქართველოს მომავლისათვის", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ "საუბედუროდ, ჩვენ ისევ გვიწევს ვიბრძოლოთ სამართლიანობისათვის დღეს, იმ სისტემას ვებრძოლოთ, რომელიც შეიძლება მხოლოდ სააკაშვილის სისტემად მოვიხსენიოთ და არც ერთი შემთხვევაში არ შეიძლება დღევანდელი სისტემა იყოს შედეგი იმ ბრძოლისა რისთვისაც მაშინ დაიღუპნენ ჩვენი თანამემამულენი".