9 აპრილი თავისუფლებისთვის ბრძოლის, ამ ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის დიდი სიმბოლოა და შეხსენებაა, რა ფასად დაუჯდა ქართველ ერს თავისუფლება და დამოუკიდებლობა, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 9 აპრილის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, ეს დღე ასევე შეხსენებაა იმისა, თუ რა პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ შევინარჩუნოთ ის თავისუფლება, რომლის მოპოვებასაც ამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლი დასჭირდა.
"პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას არასდროს არავინ დაემუქროს", _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძემ 9 აპრილის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დეპუტატებთან ერთად ყვავილებით შეამკო. პარლამენტარებმა 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სანთლებიც აანთეს.