საგარეო საქმეთა სამინისტრო, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და თვლის რომ იგი არალეგიტიმურია.
"ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში, ცნობილია და უცვლელი რჩება. ოკუპირებული ცხინვალი რჩება ოკუპირებულ ტერიტორიად საქართველოსი. შესაბამისად, ერთადერთი სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ყველა მიმდინარე პროცესზე შეიძლება ვრცელდებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეიძლება განიმარტოს მხოლოდ ერთი ტერმინით, ეს არის ოკუპაცია. შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ჩატარდეს იქ რაიმე ფორმით ლეგიტიმური აქტი, ვერ იქნება ლეგიტიმური", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ნინო კალანდაძემ
მისივე თქმით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ აკვირდებოდა.
,,არც ერთი ოფიციალურად აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაცია, არც ერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო სტატუსის ორგანიზაცია ამ არჩევნების პროცესს არ ესწრებოდა", _ აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული. Eე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა.