"ქრისტიან-დემოკრატებმა" 9 აპრილის თარიღთან დაკავშირებით, რამოდენიმე ღონისძიება გამართეს. გუშინ ქდმ-ის ლიდერებმა ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტთან დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. დღეს კი გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა გორის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"საქართველოს დამოუკიდებლობა ვერასოდეს იქნება სრულფასოვანი და სრულყოფილი, სანამ ჩვენი ქვეყანა დანაწევრებულია. 9 აპრილის აღნიშვნას ქართულ სოფლებში სწორედ იმიტომ ვაგრძელებთ, რომ საკუთარ თავს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ მისაღწევია, მიზანი რომელსაც საქართველოს გაერთიანება ქვია. ამ ამოცანის შესრულება კი მხოლოდ ღმერთის დახმარებითა და ქართველების ერთიანობით იქნება შესაძლებელი"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მემორიალის გვირგვინით შემკობის შემდეგ მოძრაობის ლიდერები გორის რაიონ სოფელ ქვიშში მოსახლეობასთან შესახვედრად გაემგზავრნენ.