16 აპრილს, აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სააქართველოდან სამუშაო ჯგუფი ვაშინგტონში გაემგზავრება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"16 აპრილს, დაგეგმილია აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გაიმართება ქვაშინგტონში. Eეს არის იმ ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელიც ამ ეტაპზე გულისხმობს დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრას", _ განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხრიდან დელეგაციას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
,,ქართული მხრიდან დელეგაციეს უხელმძღვანელებს, უშიშროების საბჭოსს მდივანი გიგა ბოკერია, ამერიკული მხრარეს სავარაუდოდ, ფილიპ გორდონი წარმოადგენს', _ განაცხადა კალანდაძემ.