საგარეო საქმეთა სამინისტროში 9 პრილის ტრაგედია გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დღესაც უწევს.
,,რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, ჩვენ დღეს კიდევ გვიწევს, ბრძოლა იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ", _ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართველებმა ძალიან ძნელად მოიპოვეს დამოუკიდებლობა.
"მინდა თქვენთან ერთად, გავიხსენო დეღევანდელი დღე და პატივი მივაგო იმ ადამინების ხსოვნას, რომელთაც თავი გაწირეს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. დღეევანდელი დღე სიმბოლოდ იქცა, იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის ხელახლა განხლება, მოხდა და საფუძველი ჩაეყარა. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძლიან რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა", _ განაცხადა კალანდაზემ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, დღეს 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, 21 შესრულდა.