სირიელი ამბოხებულები ქვეყნის ხელისუფლლებას სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში დებენ ბრალს.
ხვალისთვის დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ, ხოლო ბაშარ ასადმა ქალაქებიდან და სახალებული პუნქტებიდან გაიყვანოს რეგულარული ჯარები.
ამბოხებულები უარს აცხადებენ შეასრულონ მთავრობის მოთხოვნა, რომელიც მათგან ცეცხლის შეწყვეტის წერილობით გარანტიებს ითხოვს. მით უფრო, იმ ვითარებაში, რომ ოფიციალური დამასკოს მოთხოვნამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე გაიჟღერა.
თავის მხრივ სირიის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტას და ჯარების გაყვანას ქალაქებიდან და დასახლებული პუნქტებიდან წამოყენებული პირობის შესრულების გარეშე არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ სირიის ხელისუფლებამ კოფი ანანთან შეთანხმებული გეგმის შესრულებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო გეგმის ძალაში შესვლამდე ორი დღით ადრე ოფიციალურმა დამასკომ განაცხადა, რომ არაა მზად გაიყვანოს თავისი ჯარები ქალაქებიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ძალების გაყვანა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ტერორისტული ჯგუფები დადებენ წერილობით პირობას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.
დამასკომ 10 აპრილიდან კოფი ანანის გეგმის განხორციეელეებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დადო.
საინფორმაციო წყაროების ცნობით, მხოლოდ გასულ შაბათს, სირიაში 160ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე ქვეყანაში მიმდინარე დაპირისსპირების პერიოდში.