სირიის ხელისუფლებამ კოფი ანანთან შეთანხმებული გეგმის შესრულებაზე უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო გეგმის ძალაში შესვლამდე ორი დღით ადრე ოფიციალურმა დამასკომ განაცხადა, რომ არაა მზად გაიყვანოს თავისი ჯარები ქალაქებიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ძალების გაყვანა მოხდება მას შემდეგ, როდესაც ტერორისტული ჯგუფები დადებენ წერილობით პირობას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე.
შეგახსენებთ, რომ დამასკომ 10 აპრილიდან კოფი ანანის გეგმის განხორციეელეებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის პირობა დადო.
საინფორმაციო წყაროების ცნობით, მხოლოდ გუშინ, სირიაში 160ადამიანი დაიღუპა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე ქვეყანაში მიმდინარე დაპირისსპირების პერიოდში.