ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომელიც მოსკოვში პრესტიჟული პრემიის "Armenia Music Awards" -ის მისაღებად იყო ჩასული, ცერემონიის მიმდინარეობისას ცუდად გახდა.
ორგანიზატორების განცხადებით, მას საწრაფო დახმარება გამოუძახეს, რის შემდეგაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
დელონმა ჯილდო მიიღო და სასტუმროშო გაემგზავრა.
პრემიას რუსეთში, სომხეთის დიასპორა, კულტურისა და შოუ ბიზნესში მიღწეული წარმატებებისათვის გასცემს.
ალენ დელონს პრემია ცნობილმა მსახიობმა, არმენ ჯიგარხანიანმა გადასცა.
უნდა აღინიშნოს, რომ 76 წლის ალენ დელონი, 4 აპრილს გულის რიტმის დარღვევის გამო პარიზის კლინიკაში მოხვდა, თუმცა მეორე დღეს ის საავადმყოფოდან გამოწერეს და შემდეგ მოსკოვში გაემგზავრა.
1957 წლიდან მან კინოში ათობით როლი ითამაშა.