პაკისტანში, ჰიმალაის მთებში ზვავში მოყოლილი სამხედროების სამაშველო სპეცოპერაცია გრძელდება. ჯერჯერობით ცოცხლად დარჩენილთა პოვნა ვერ ხერხდება.
ხელისულება მიიჩნევს, რომ 135 ადამიანი, რომელიც ზვავის ქვეშ მოჰყვა დაღუპულია, თუმცა ამის მიუხედავად, ჯერჯერობით სამაშველო სამუშაოები არ წყდება.
გენერალ-მაიორის, ათარ აბასის განცხადებით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ასობით სამხედრო მოსამსახურე, ვერტმფრენები და სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლები.
შეგახსენებთ, რომ პაკისტან-ინდოეთის საზღვარზე ჰიმალაის მთებში ზვავი გუშინ ჩამოწვა.