საქართველოში მხცოვრებ კათოლიკეებს აღდგომის დღესასწაული, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიულოცეს.
,,კათოლიკური სამყარი აღნიშნავს, ყველა ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას და ყველა ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს, მინდა მივულოცო და წარმატება და ბედნიერება ვუსურვო. Eეს არის ის დღესასწაული, რომელიც აერთიენებს ყველა ქრისტიან ადამიანს", _ განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ კათოლიკე მრევლთან შეხვედრისას.
შეგახსენებთ, კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.