თბილისში, რუსთაველის #23 გაჩენილი ხანძრის შეეგად 11 წლის გოგონაც დაშავდა, რომელიც მშობლების გარდაცვალებას შეესწრო. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
,,ჩვენი გამოყვანილია 11 წლის გოგონა, რომლიც მშობლების გარდაცვალებას შეესწრო და ვიცი, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საგანგებო სიტუაციების მართვს სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ.
მისივე თქმით, რუსთაველის #23 არსებული შენობა მთლიანად ავარიული იყო.
,,ეს შენობა მთლიანად ავარიული იყო და დემონტაჟს ექვემდებარებოდა და ალბათ სხვა მაცხოვრებელებსაც გამოიყვანენ და მთლიანად შენობას დემონტაჟს გაუკეთებენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" თემურ გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.