საქართველოში სტუმრად მყოფი საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის, ჩეხეთის, ყაზახეთის, უკრაინის და ჩინეთის 50-მდე ჟურნალისტები კახეთის რეგიონს ესტუმრებიან, სადაც ისტორიული ძეგლების - წინანდლის მუზეუმის და ალავერდის მონასტრის მონახულების შემდეგ, ღვინის მწარმოებელი კომპანიების: ,,შუხმანის", ,,მეღვინეობა ხარებას" და ,,ხოხბის ცრემლების"(რომელიც აწარმოებს ქვევრის ღვინოს) საწარმოებს დაათვალიერებენ.
სტუმრები - წამყვანი ჟურნალების რედაქტორები, გამომცემლობების წარმომადგენლები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები, რომლებიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე სურსათის და ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.
ჩატარდება ღვინის დეგუსტაცია და მათ საშუალება ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ ქართული ღვინო, გაეცნონ ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიას, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღონ ქართული ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ ჩინიეთი და ჩეხეთი ამ ეტაპზე ქართული ღვინისთვის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრებია, რადგან დანარჩენი 5 ქვეყნისგან განსხვავებით ქართული პროდუქცია ეხლა იკვლევს გზას ამ ბაზრებზე. აქედან გამომდინარე ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პრესტიჟული ჟურნალ-გაზეთების მთავარი რედაქტორების და ექსპერტების შეფასებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით.