თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში ხიდი ჩაინგრა. აღნიშნულის შედეგად 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ "CNN Turk"-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი პროვინცია ზონგულდაკში მოხდა. უბედურების მიზეზი გახდა ის, რომ ხიდის კონსტრუქციამ დატვირთვას ვერ გაუძლო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მდინარეში ერთი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი გადავარდა, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ მათი რაოდენობა მეტი იყო.
ამ დროისათვის ტრაგედიის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.