სულ მცირე 64 ადამიანი მოკლეს დღეს სამხედროებმა სირიის სხვა და სხვა რაიონებში. ინფორმაციას ამის შესახებ სირიაში არსებული ოპოზიციური საკოორდინაციო კომიტეტები ავრცელებენ. მათი მტკიცებით, 36 ადამიანი სამხედროებმა ლატმანეხის დასახლებულ პუნქტი მოკლეს, რომელიც ქალაქ ჰამას ცენტრალურ პროვინციაში მდებარეობს.
კომიტეტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დილით ადრე სამხედროებმა ლატმანეხს ალყა შემოარტყეს და საცხოვრებელი შენობების მიმართ საარტილერიო დანადგარებიდან სროლა ატეხეს. შედეგად მრავალი შენობა განადგურდა, რომელშიც ადამიანები იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, დაცხრილვა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდგე ოპოზიციური კომიტეტების ინფორმაციით, ჯარისკაცები ლატმანეხში შევიდნენ და ესროდნენ ყველას ვინც კი მათ გზაზე შეხვდებოდათ.
ამას გარდა, ოპოზიციის განცხადებით ქალაქ ჰომსში დაღუპულია 17 ადამიანი, მათ შორის არის 17 წლის ჟურნალისტი ანას ელვანი. კიდევ რამდენიმე ადამიანია მოკლული ალეპოს მიდამოებში ქვეყნის ჩრდილოეთით.
ამასთან ერთად, თავისუფალი ოპოზიციური სირიული არმიის მეთაურმა მალეკ კურდმა განაცხადა, რომ ოპოზიციასა და მთავრობის ჯარებს შორის სისხლისნი შეტაკება ქალაქ ალ -რასტანშიც მიმდინარეობს, რომელიც ასევე ქალაქ ჰომსის პროვინციაა. მისი თქმით, ოპოზიციის ძალები ცდილობენ შეაჩერონ სამთავრობო შეტევა. თავის მხრივ სამთავრობო ჯარისკაცები კი ქალაქში შესვლას ცდილობენ. სამხედროები ალ-რასტანს საარტილერიო იარაღიდან ცხრილავენ.