მუხათგვერდის სასაფლაოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი გამხმარ ბალახს მოეკიდა, ხანძარი ჰექტარნახევარზე გავრცელდა, ამ დროისათვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
ადგილზე ოთხი სამაშველო სახანძრო ჯგუფი მუშაობდა, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.
"მოსახლეობას მივმართავ თხოვნით, იმ მხრივ, რომ ელემენტარულად, პატარა სიგარეტის ნამწვი, ან ჩაუქრობელი კოცონი ცხელ ამინდებში იწვევს დიდ პრობლემას სადაც უკვე ადამიანური და ფინანსური რესურსები იხარჯება", _ განაცხადა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგებელმა დავით ბურდულმა.