საფრანგეთში კიდევ ერთი სერიული მკვლელი გაჩნდა, რომელსაც მოტოციკლეტი ჰყავს. ფრანგმა პოლიციელებმა მის კვალს უკვე მიაგნეს. მკვლელის მსხვერპლი უკვე ოთხი ადამიანი გახდა. ბოლოს მან გასულ ხუთშაბათს 47 წლის ქალი მოკლა. ყველა მსხვერპლი მცირეკალიბრიანი პისტოლეტითაა მოკლული.
ყოველი მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილს მოტოციკკლით ტოვებს. ზუსტად ისე, როგორც ამას ტულუზელი მკვლელი აკეთებდა. გამომძიებლებმა ჯერ ვერ მიაკვლიეს პრინციპს, რომლის მიხედვითაც მკვლელი თავის მსხვერპლს არჩევს.
აღნიშნული მკვლელის არსებობის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც საფრანგეთი ჯერ კიდევ შოკში იყო ტულუზაში მომხდარი ამბის გამო.
ამჟამად კი მკვლელობები პარიზის სამხრეთ მდებარე ესსონის დეპარტამენტში ხდება. მართლია, ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ჯერ ჯერობით არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მკვლელობები ტერორიზმთანაა დაკავშირებული, თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი კლოდ გეანი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ პარიზის გარეუბანში სერიული მკვლელი გაჩნდა.
ფრანგული მედია აღნიშნავს, რომ ოთხივე მკვლელობა ჩადენილია მოტოციკლიანი მკვლელის მიერ და დღეღამის ერთსადაიმავე დროს - 16 დან 18 საათამდე. მკვლელობებს ასევე აერთიანებს ის, რომ მკვლელი მსხვერპლს თავში ესვრის ერთი და იმავე იარაღიდან.