გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი სირიის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს იმის გამო, რომ მას ქვეყანაში ანტისამთავრობო წინააღმდეგობის პუნქტების მიმართულებით ცეცხლის შეწყვეტა არ სურს.
გენერალური მდივნის აზრით, ბაშარ ასადის პირობა გამოიყვანოს მძიმე ტექნიკა დასახლებული პუნქტებიდან 10 აპრილისათვის შეუძლებელია ამართლებდეს იმას, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა გრძელდება.
უშიშროების საბჭოს სახელით პან გი მუნმა მოუწოდა სირიის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია.
ამავდროულად, ლტოლვილთა რაოდენობა, რომლებიც სირია-თურქეთს საზღვარს კვეთენ გაორმაგდა მას შემდეგ, რაც ასადმა პორობა დადო, რომ ქვეყანაში მდგომარეობის დარეგულირების გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ გეგმას შეასრულებდა.