ჰიმალაიში ჩამოწოლილმა ზვავმა 100-დან 150-მდე ჯარისკაცი იმსხვერპლა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შემთხვევა პაკისტანში, ჰიმალაის მასივში ინდოეთის საზღვართან ახლოს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ რაიონში ინდოეთისა და პაკისტანის საჯარისო ნაწილები არიან განლაგებული.
მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ ზვავის ქვეშ მოყოლილთა ზუსტი რაოდენობა და მათი ბედი ამ დროისთვის უცნობია