დღეს, 7 აპრილს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ლიტერატურულ გაზეთ "ლიტერატურული ფორუმის" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება.
გაზეთი "ლიტერატურული ფორუმი" ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოს" ერთ-ერთი პროექტია. მასში "ებლიტფოს" წევრების ნაწარმოებები და პუბლიკაციებია გამოქვეყნებული. ჯერჯერობით გამოვიდა ელექტრონული გაზეთის მხოლოდ ერთი ნომერი, რომელიც ბიბლიოთეკის PDF კოლექციაში განთავსდება.
მკითხველებს ელექტრონულ გამოცემასთან დაკავშირებით მოსაზრებების გამოთქმა ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოზე" შეუძლიათ.