ერევანში, ქართული ენის სახელმწიფო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებები გაიმართება. 12-14 აპრილს ერევანში ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით "მხითარ სებასტაცის" სასწავლო კომპლექსში სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის მოსწავლეები ერევნელ თანატოლებთან ერთად აღნიშნავენ ქართული ენის სახელმწიფო დღესასწაულს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერევანში ფოლკლორული კონცერტისა და საზეიმო საღამოების გამართვა, ასევე ჩატარდება ერთობლივი ღია გაკვეთილი ქართული ენის სასწავლო პროგრამაში ჩართული ერევნელი და თბილისელი მოსწავლეების მონაწილეობით.
შემდეგ თბილისში ჩატარდება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია "თბილისი - ტოლერანტობის ქალაქი".
აღსანიშნავია, რომ უკვე მესამე წელია, რაც სსიპ ქალაქ თბილისის #98 საჯარო სკოლის ინიციატივით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით აღნიშნულ სკოლა-კომპლექსში ისწავლება ქართული ენა.
პროექტი ხორციელდება ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე ღონისძიებაში ჩართულია საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში.