"სამოქალაქო ფრონტის" ხელმძღვანელის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, თუკი ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობას არ მიანიჭებენ, ქვეყანაში პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით განვითარდება. ამის შესახებ მან საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე, განაცხადა,
ჯიშკარიანმა საპარლამენტო უმრავლესობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნებისკენ მოუწოდა.
"კარგია ცვლილებების პროექტი, მაგრამ ეს მხოლოდ სირცხვილის ჩამობანის მცდელობაა. მიუხედავად ამისა, ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა მიეცეს, წინაარმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში პროცესები ძალიან ცუდი მიმართულებით განვითარდება. ეს მუქარა არ არის, თუკი დემოკრატიისკენ სწრაფვა გინდათ, ამისკენ რეალური ნაბიჯები უნდა გადადგათ და ხალხს ქუჩის პროტესტისკენ არ უნდა უბიძგოთ. სამწუხაროდ, სხვა გზას არ გვიტოვებთ!" - მიმართა ჯიშკარიანმა მმართველ გუნდს და დასძინა, რომ აღნიშნულ განცხადებას ხალხში არსებული განწყობიდან გამომდინარე აკეთებს.