დემოკრატიულ მოძრაობა" პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ლაშა თორდიას სასამართლოში უჩივის.
"გაზეთ "ვერსიის" 2012 წლის 6 აპრილის ნომერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ, 26 მაისთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, რომ მისთვის 26 მაისს მხოლოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა დღევანდელი ნეობოლშევიკური რეჟიმის იდეოლოგია და პოლიტიკური კურსი - "ვინც ჩემთან არ არის ის ჩემი მტერია". თორდიამ განაცხადა, რომ გარდაცვლილ ორ პოლიციელს "ბადრი ბიწაძემ და ნინო ბურჯანაძემ მანქანით თავზე გადაუარეს". მას შემდეგ რაც უკვე 11 თვეა, ლევან სამხარაულის საექსპერტო ბიურომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 26 მაისის ღამეს ე.წ. ექსკორტის არც ერთი მანქანა არც ერთ ადამიანს არ შესჯახებია, თორდიას ეს განცხადება უკვე აღარ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, რასაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის მეთაურობით პრაქტიკულად ყოველდღე სჩადიან, ეს განცხადება პირდაპირი მიზანმიმართული ცილისწამებაა ნინო ბურჯანაძის, როგორც პოლიტიკოსის დისკრედიტაციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში "ნაცმოძრაობის" საარჩევნო სიაში წინ წაწევისათვის და კარიერული წინსვლისთვის კარგად აპრობირებული მეთოდია ბურჯანაძის ლანძღვა და ამის მაგალითად მურთაზ ზოდელავას საქართველოს მთავარ პროკურორად დანიშვნაც კმარა.
"დემოკრატიული მოძრაობა" უახლოეს დღეებში აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, თორდიას წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს. არ გვაქვს ილუზია, რომ სააკაშვილის სასამართლო ამჯერად მაინც მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა "დემოკრატიული მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაში დადგება ის დრო, როდესაც ყველა დამნაშავეს თავისუფალი სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება საკუთარ ქმედებებზე", - ნათქვამია განცხადებაში.