საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე ორჯერ თქვა უარი, მას პოლიტიკური აქტიურობის სრული უფლება ეძლევა.
როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მინაშვილმა განაცხადა, ივანიშვილმა მოქალაქეობაზე უარი კომერციული ან ფინანსური ინტერესების გამო განაცხადა.
"ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ფაქტობრივად ორჯერ, საკუთარი ნებით კომერციული ან ფინანსური ინტერესების გამო განაცხადა და ის, რომ ის ახლა საქართველოს მოქალაქე არ არის, მისივე ბრალია. მიუხედავად ამისა, თუ მას პოლიტიკური შეჯიბრი უნდა, ამის საშუალება და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობის სრული უფლება ექნება", - აღნიშნა მინაშვილმა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიამ "ქრისტიან-დემოკრატების" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დღეს დაიწყო.