ქვესადგურში "გლდანი-220" სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 10 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ქვესადგურში "დიდუბე" სარემონტო სამუშაოს გამო, 11:00 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის, მირცხულავას, წყალტუბოს, სამტრედიის, აგლაძის, გუდაუთის და ხოშარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.
11 აპრილს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ორპირის, თუმანიანის, გორგასლის, სამღებროს და გრიშაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.