პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარე პავლე კუბლაშვილის განმარტებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებით პოლიტიკური აქტიურობის უფლება რამდენიმე ათას ადამიანს მიეცემა. ამის შესახებ პარლამენტის იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯოდმარე პავლე კუბლაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურიას საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ბაღათურია დაინტერესდა, რატომ მისცა ხელისუფლებამ უპირატესობა საკონსტიტუციო ცვლილებას, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების ნაცვლად, როცა ეს ცვლილებები კონკრეტულად ამ პირისათვის ხორციელდება.
კუბლაშვილისთვის მიუღებელია შენიშვნა, თითქოს საკონსტიტუციო ცვლილება კონკრეტულად ერთი ადამიანის გამო ხორციედლება.
მისი განმარტებით, ამ ცვლილების შედეგად პოლიტიკური აქტიურობის და კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება, შესაძლოა რამდენიმე ათას ადამიანს მიეცეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული, ათი წელი უცხოვრია აქ და ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქოება აქვს.
"მიგრაცია დიდია და ამ ცვლილებით, პოლიტიკურ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა, ბევრს ექნება", - დასძინა კუბლაშვილმა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან იწყებს. კანონპროექტით, რომელიც ,,ქრისტიან-დემოკრატებმა გუშინ წარადგინეს, საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, შეიძლება აირჩეს პარლამენტის წევრად.