შეერთებული შტატები მაქსიმალურად არის დაინტერესებული საქართველოში საარჩევნო პროცესით და საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება როგორც დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიით, ისე საელჩოს პლატფორმის გამოყენებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა განუცხადა.
მისი თქმით, თავად დარწმუნებულია, შეერთებული შტატების მთავრობა მოავლენს ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიას საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
" ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას საელჩოს პლატფორმის საშუალებით ამ არჩევნებზე დაკვირვებაში. ჩვენ იმედს გვაძლევს საქართველოს მთავრობის ინიციატივები და ინტერესი, რომელიც ეხება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დამკვირვებლების გამოგზავნის სურვილს. მე იმედი მაქვს, რომ ამ არჩევნებს ასევე დააკვირდებიან საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წარმომადგენლებიც", - განაცხადა ელჩმა.