პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისთვის ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინიციატივის მიმართ „ქართული ოცნების" ნეგატიური დამოკიდებულება გაუგებარია.
მისი თქმით, გაუგებარია ნეგატიური დამოკიდებულება ინიციატივის მიმართ, რომელიც ვინმეს კი არ ზღუდავს, პირიქით, შეზღუდვებს ხსნის და ყველას საშუალებას აძლევს ნებისმიერი თანანმდებობისთვის იბრძოლოს.
„ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ,,ქრისტიან-დემოკრატებმა,, ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება „გააპრავეს", დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს არალოგიკურია.
,,მათ ტერმინს ვიმეორებ, რა არის ხელისუფლების შემოგდებული? რომ ვიღაც ოპოზიციიდან პრემიერ-მინისტრი გახდეს? მე მგონი ამის დაბრალება უბრალოდ ლოგიკურ ფარგლებს სცილდება. ერთადერთი, რაც ჩვენი ინტერესია ის არის, რომ არჩევნები კონკურეტული იყოს და პოლიტიკური გარემო ღია. თუ მათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება სურთ, თუ მათ, არჩევნების შემდეგ პრემიერ მინსიტრის ან პრეზიდენტის თანანმდებობების დაკავება სურთ, ჰა, ბურთი, ჰა მოედანი", -დასძინა ბაქრაძემ.