პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ,,ქრისტიან-დემოკრატების,, ინიციატივა მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც ზოგიერთი პირის პოლიტიკაში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებტან განაცხადა, იგი მხარს უჭერს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან ეს მთლიანად მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მოქალაქეობის სტატუსთან და პოლიტიკაში მონაწილეობასთან არის დაკავშირებული.
მისი თქმით, მმართველ გუნდს კონკურენციის და მეტოქეობის არ ეშინია, არამედ პირიქით.
"ჩვენი ინტერესია საქართველო განვითარდეს, როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ქვეყანაში არჩევნებისთვის კონკურენტული და ღია პოლიტიკური გარემო უნდა იყოს, სადაც ყველას ექნება პოლიტიკური შეჯიბრის საშუალება. როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის თავმჯდომარე მხარს ვუჭრ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვეხმარება, რომ საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნვეყოფს" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოქალაქეობის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" კანონპროექტზე მსჯელობას დღეიდან იწყებს. კანონპროექტით, რომელიც ,,ქრისტიან-დემოკრატებმა გუშინ წარადგინეს, საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, შეიძლება აირჩეს პარლამენტის წევრად.